суббота, 15 ноября 2008 г.


ძველი თბილისის სურათები

1.პროექტის სახელი: ძველი თბილისის სურათები.
2.პროექტის მოკლე აღწერა: ძველი თბილისის ისტორიის შესწავლა,რომელშიც შერწყმულია დასავლური და აღმოსავლური კულტურები.
3.პროექტის სრული აღწერა: XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან თბილისი საკმაოდ მრავალფეროვანი ქალაქი იყო.ჩამოსულ უცხოელებს აოცებდა მისი აზიურობაც და ევროპულობაც. ეს კონტრასტი ეტყობოდა
(წარსულშიც და ახლაც) მრავალ ქუჩას და უბანს.
მოსწავლეები ქმნიან მუშა–ჯგუფებს,მოიძიებენ მასალებს და შეისწავლიან თბილისის ძველ უბნებს,მის სახელწოდებებს: მთაწმინდა,ვაკე, ერევნის მოედანი,სოლოლაკი,სომხის(შუა)ბაზარი,"თათრის
მეიდანი",ვორონცოვი,სეიდაბადი,ავლაბარი,შავი სოფელი,ნავთლუღი,ბარბარე,ჩუღურეთი,რიყე,კუკია,
მიხეილის გამზირი,ნაძალადევი,დიდუბე,მუშტაიდის ბაღი.მოიძიებენ მასალებს მუშტაიდის ბაღის შესახებ
და აკეთებენ დასკვნებს.არკვევენ,აგრეთვე,"დეზერტირის ბაზრის" წარმოშობის ისტორიას.
რადგანაც პროექტის თემა ძველი თბილისია,შეუძლებელია კვლევა არ შეეხოს თბილისურ აბანოებს.ისინი ეკუთვნოდა კერძო პირებს–ერეკლე მეფეს,თბილელს,ორბელიანებს,სუმბათაშვილებს,
მელიქიშვილებს და სხვა.თითოეულ აბანოს თავისი მფლობელის სახელი ერქვა.აბანოში ჩნდებოდა
ქართველ ქალთა კოსმეტიკური ნიჭიც.ისინი სარძლოებსაც აბანოში არჩევდნენ. ქალების დღე იყო სამშაბათი,ამიტომ სიონის აბანოს "სამშაბათისა" ერქვა.
საყურადღებოა,აგრეთვე,მოსწავლეების მიერ ძველი თბილისის საქეიფო ადგილების მოძიება:
ორთაჭალა,სეიდაბადი,სირაჯხანა(დღევანდელი ღვინის აღმართი).
მნიშვნელოვანია,რომ XIX საუკუნეში გაჩნდა სიტყვა "ყარაჩოხელი"(შავჩოხოსანი),მანამდე იყო
რინდი(სპარსულად)–მოქეიფე,ზარხოში.ძველი თბილისის კოლორიტი იყო კინტო , თავზე ხილით სავსე
თაბახშემოდგმული.მისი სახე უკვდავყო ჯერ ფიროსმანმა,შემდეგ გუდიაშვილმა მხატვრობაში.
მოსწავლეები შეისწავლიან მათ შემოქმედებას.
ძველი თბილისის სახე იყო,აგრეთვე, აშუღი(არაბულად)–მოტრფიალე;ისინი სიყვარულზე თხზავდნენ ლექსებს.ესენი იყვნენ საიათნოვა,იეთიმ გურჯი.მოსწავლეები მოძიებულ მასალებს აანალიზებენ და დისკუსიებს მართავენ მაშინდელი ქართული აზროვნების შესახებ,როგორ ცხოვრობდნენ და ატარებდნენ დროს მაშინდელი ქართველები.
შესწავლის საგანია ძველი თბილისის ქარვასლები,როგორც ფეოდალური საქართველოს ერთ–
–ერთი აუცილებელი ნაგებობები.ძველი ქართული სიტყვა "ფუნდუკი" სასტუმრო სახლის ტერმინად იხმარებოდა და XVIII საუკუნეში საბოლოოდ განდევნა ტერმინმა " ქარვასლა ". იგი ჩამოსული ვაჭრების როგორც ღამის გასათევი,ისე ქარავნის გასაჩერებელი ადგილიც იყო. ვაჭარს აქვე შეეძლო
დაელაგებინა თავისი საქონელი.
თბილისში იყო არწრუნის, ქართველი ბატონიშვილების, ბებუთოვის,ხეროდინოვების, მელიქოვის,შადინოვის,ზუბალაშვილის,სარქისოვის,სარაჯიშვილის,შიოევის,მირიმანოვის,თამამშევის ქარვასლები.მოსწავლეები თითოეული ქარვასლის ადგილს მოიძიებენ,დაადგენენ ახლა რომელი ქუჩაა
იქ,რა შეიცვალა წინანდელთან შედარებით.
საინტერესოა მუშა–ჯგუფის მიერ თბილისელი ამქრების (ხელოსანთა და ვაჭართა გაერთიანება) შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესწავლა.ისინი იკვლევენ,რა ფუნქცია ჰქონდა უსტაბაშს,როგორ ხდებოდა მის მიერ შეგირდის ოსტატად " მონათვლა",რა იყო მედაბაღეს(მეტყავე,
ტყავის საქმის სპეციალისტი) და მეწაღეს ფუნქცია,როგორი დროშა ჰქონდა თითოეულ ამქარს და რა იყო
ამქრის წევრების მოვალეობები.ძველი თბილისის ხელოსანთა ნუსხაში განიხილება: ჭონები,ქუქჩები,
ხარაზები,ნალბანდები,ჩილინდრები,მეჭურჭლეები,ალაფები,ბაყლები,ყასბები,თულუხჩები.
მუშა–ჯგუფი მოიძიებს მასალებს ძველი თბილისური დღესასწაულების შესახებ: ელიაობა,
საყველიერო დღესასწაულები,გაზაფხულის დღესასწაულები,ყოჩების ჭიდილი, ყეენობა,ბერიკაობა,ვიჭაკი,
თელეთობა,მთაწმინდობა,ბეთლემობა(ფეთხაიმობა),შაჰსეი–ვაჰსეი,ბაირამობა(ქალაქის მუსულმანი მოსახლეობისათვის).
გაეცნობიან ელენე ახვლედიანის შემოქმედებას,სადაც მთავარი თემაა ძველი თბილისი,მისი
ვიწრო ქუჩები,გამართავენ დისკუსიებს,გამოაქვთ დასკვნები.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13–17წ, IX-X-XI კლასები.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით,კვლევა,ფოტო და ვიდეომასალების მოძიება,დისკუსიები,სამუზეუმო ექსპონატების გაცნობა,ჩანახატების გაკეთება მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით,ფოტოალბომის შექმნა,გამოფენისა და თეატრალური წარმოდგენის მოწყობა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება : ფოტოალბომი,ჩანახატები,ვიდეომასალა
თბილისის ძველი უბნების თემაზე ნახატების გამოფენა,პრეზენტაცია ფიროსმანის,გუდიაშვილის,
ახვლედიანის ნამუშევრებზე,პოეზიის საღამო საიათნოვასა და იეთიმ გურჯის ლექსების მიხედვით,
ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
8.სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან დედაქალაქის წარსულს,მის მდიდარ კულტურულ ტრადიციებს,გაეცნობიან თბილისის უძველეს არქიტექტურულ ნაგებობებს,შეადარებენ ერთმანეთს
აღმოსავლურ და დასავლურ სტილს,შეისწავლიან თბილისის ძველი უბნების ტოპონიმიკას,აკვირდებიან და სწავლობენ,თუ რა უცხოური ელემენტები დამკვიდრდა ქალაქში სხვადასხვა სფეროში,ხაზგასმით გამოყოფენ ქართველთა ტოლერანტულობას,რადგანაც ქრისტიანული ტაძრების გვერდით მაჰმადიანური მეჩეთი იყო.გაიხსენებენ ისტორიულ ფაქტს,რომ დავით აღმაშენებელმა თბილისის მაჰმადიანებით დასახლებულ უბნებში ქართველებს ღორის დაკვლა აუკრძალა (მუსულმანები ღორის ხორცს არ ჭამდნენ).
ამით გამოხატა ქართველების უდიდესი პატივისცემა სხვა ერებისადმი.ქრისტიანული ტაძრების გვერდით იყო ებრაელთა სინაგოგაც.
მოსწავლეები ეცნობიან თბილისის უნიკალურ არქიტექტურას,ძველი უბნების ხიბლს,წყაროებში ამოწმებენ ხალხში გაგონილ ინფორმაციას; ე.წ. "სობორი" იდგა ახლანდელი მთავრობის სახლის ადგილას,
მეფისნაცვალ ვორონცოვის სასახლე იყო იქ,სადაც ახლა მოსწავლეთა სასახლეა.ასეთ მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია– ძველი თბილისის ისტორიის შესწავლისას მოსწავლეები ეცნობიან ქალაქის გმირულ წარსულს,მის ეპოქალურ სახეცვლილებებს,ადამიანთა წვლილს კულტურის,ხელოვნების,მეცნიერების და
ისტორიული მოვლენების განვითარების საქმეში.
გეოგრაფია–გაიუმჯობესებენ რუკაზე ორიენტირების უნარს,შეისწავლიან მტკვრის მარცხენა და მარჯვენა ნაპირებზე მდებარე უბნების გეოგრაფიულ მდებარეობას,ლანდშაფტს,კლიმატს.
ლიტერატურა– სხვადასხვა საშუალებებით(ინტერნეტი,წიგნები)სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება,
ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა,მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა,მსჯელობის
უნარის განვითარება,დისკუსიაში მონაწილეობა.
ხელოვნება–ქართული არქიტექტურის ნიმუშების შესწავლა თბილისის ძეგლების მაგალითმაგალითზე.
მოსწავლეები მოძიებული მასალების საფუძველზე გამოიტანენ შესაბამის დასკვნებს.შეადარებენ ერთმანეთს,თუ როგორ არის განხილული სხვადასხვა მხატვრის მიერ თბილისის თემა,აკეთებენ სტილისტურ ანალიზს.
საინფორმაციო ტექნოლოგიები– ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება,გაცვლა, ისტ–ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება,ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების სიზუსტის შეფასება.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
თბილისის 63–ე საჯარო სკოლა–ლელა აბაშიძე lelaaba@gmail.com, ბლოგის მისამართი–http://63dzvelitbilisi.blogspot.com/
82–ე საჯარო სკოლა გია ენუქიძე
gia.gia912@gmail.com ბლოგის მისამართი–http://www.qarvaslebi.blogspot.com
83–ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ლია მარანელი liamaraneli@gmail.com ბლოგის მისამართი– http://www.tbilisi-lia.blogspot.com
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:
მარინა ტარუღიშვილი
თბილისის 124–ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mtarugishvili@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?14@@.1ea82853
15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://www.tbilisi-marina.blogspot.com