суббота, 15 ноября 2008 г.


2 комментария:

მარინა ტარუღიშვილი комментирует...
Этот комментарий был удален автором.
მარინა ტარუღიშვილი комментирует...

ყარაჩოხელთა საყვარელი საკრავები იყო ზურნა,დუდუკი,საზანდარი,ქამანჩა.თბილისის ქუჩების ერთ–ერთი კოლორიტული ფიგურა იყო თავზე ხილით სავსე თაბახშემოდგმული ანდა ვიწრო ქუჩაში ვირშებმული პატარა "ტაჩკით" მიმავალი კინტო.იგი ყარაჩოხელის ანტიპოდი იყო ჩაცმით,მიხვრა–მოხვრით.
კინტო XIX საუკუნის პირმშოა:უდარდელი,ზანტი.მიუხედავად
იმისა,რომ მთელ სიცოცხლეს ლაზღანდარობასა და ყალთაბანდობაში
ატარებდა,გულით მაინც სევდა და ნაღველი დაჰქონდა.ცხოვრებამ აიძულა იგი ქუჩა–ქუჩა ეხეტიალა.
მის ჩაცმულობას შეადგენდა გვერდზე ჩახსნილი და ღილებით დამშვენებული ხალათი,ახალუხი,წინდებში ჩატანებული ფართო შარვალი,წუღები და თავზე "კარტუზი".ცოცხალი,მკვირცხლი,
მოძრავი,"ლოთიანი" ქეიფის მოყვარული კინტო,რომელსაც თავზე ღვინით სავსე ბოთლი ედგა,არღანის ხმაზე ბაღდადით ხელში ცეკვავდა კინტოურს.მისი სიმღერა იყო "ავარ,ავარ დავდივარ"...

17 Ноябрь 2008 г. 7:32

პროექტის ფასილიტატორი მარინა ტარუღიშვილი